კომერციული შენობა
დამკვეთი: ენ სი დი დეველოპმენტი
ლოკაცია: ლიკანი, საქართველო
წელი: 2025
Likani Resort / Wyndham Hotel Complex მდებარეობა: ლიკანი, ბორჯომი, საქართველო ფართობი: დაახლოებით 28,000 მ² ტიპი: სასტუმრო / საკურორტო კომპლექსი Archicon-ის როლი: კონსტრუქციული პროექტირება სტატუსი: პროექტირებული Likani Resort წარმოადგენს დაახლოებით 28,000 მ² ფართობის სასტუმრო-საკურორტო კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ლიკანის გამორჩეულ ბუნებრივ გარემოში. Archicon-მა პროექტზე შეასრულა სრული კონსტრუქციული ნაწილი, მათ შორის შენობის მზიდი სისტემის გაანგარიშება და შესაბამისი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების დამუშავება. პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის მასშტაბს, დატვირთვებს, სივრცით სტაბილურობას, საძირკვლებისა და მზიდი ელემენტების სწორ შერჩევას, ასევე არქიტექტურულ გადაწყვეტებთან კოორდინაციას. მიზანი იყო ისეთი კონსტრუქციული სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, საიმედოობას და ეფექტურობას, და ამავდროულად სრულად შეესაბამებოდა სასტუმრო კომპლექსის არქიტექტურულ და ფუნქციურ მოთხოვნებს.მოგესალმებით Archicon-ში — სრულყოფილ სერვისზე ორიენტირებულ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდიაში. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ლამაზი და ფუნქციური სივრცეების შექმნაში, რომლებიც გამოხატავს თქვენს უნიკალურ სტილს.