კომერციული შენობა
დამკვეთი: კერძო პირი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
წელი: 2025
JYSK Warehouse მდებარეობა: თბილისი, საქართველო ტიპი: სასაწყობე / ლოგისტიკური შენობა Archicon-ის როლი: კონსტრუქციული პროექტირება სტატუსი: პროექტირებული JYSK-ის საწყობი წარმოადგენს მასშტაბურ ლოგისტიკურ ობიექტს, რომლის პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდი ღიობების, ეფექტური შიდა სივრცის და ოპერაციული დატვირთვების სწორ კონსტრუქციულ გადაწყვეტას. Archicon-მა პროექტზე შეასრულა სრული კონსტრუქციული ნაწილი, მათ შორის შენობის მზიდი სისტემის გაანგარიშება, ძირითადი ელემენტების შერჩევა და შესაბამისი კონსტრუქციული დეტალების დამუშავება. პროექტირების პროცესში გათვალისწინებული იყო საწყობის სპეციფიკური დატვირთვები, სეისმური ზემოქმედება, დიდი მალები, სტელაჟებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოთხოვნები, ასევე არქიტექტურულ და ფუნქციურ გადაწყვეტებთან კოორდინაცია. მიზანი იყო შექმნილიყო უსაფრთხო, საიმედო და ეკონომიკურად ეფექტური კონსტრუქციული სისტემა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სასაწყობე და ლოგისტიკური ობიექტის მოთხოვნებს.მოგესალმებით Archicon-ში — სრულყოფილ სერვისზე ორიენტირებულ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდიაში. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ლამაზი და ფუნქციური სივრცეების შექმნაში, რომლებიც გამოხატავს თქვენს უნიკალურ სტილს.